საქართველოს პრემიერმინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანკარას ესენბოღას საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს თურქეთის რესპუბლიკის ტრასპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი,
აბდულქადირ ურალოღლუ და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.
დღეს თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრემიერმინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი კობახიძეს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უმასპინძლებს.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი, ვიცეპრემიერი, თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – გიორგი ამილახვარი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – მიხეილ სარჯველაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე – თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – ლევან ჟორჟოლიანი არიან.