ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციის გეგმაა, ქვეყანაში მაქსიმალურად დესტაბილიზაცია მოაწყონ
მმართველი გუნდის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიციის გეგმაა, ქვეყანაში მაქსიმალურად დესტაბილიზაცია მოაწყონ.
“ოპოზიციას არანაირი ხედვა არ აქვს იმის, რომ საპარლამენტო არჩევნებში რაიმე რეალურ წარმატებას მიაღწიოს. ოპოზიციის გეგმაა, ქვეყანაში მაქსიმალურად დესტაბილიზაცია მოაწყონ და, ამის ფონზე, ამღვრეულ წყალში იქნებ თევზი დაიჭირონ. რა არის სალომე ზურაბიშვილის როლი? დესტაბილიზაციის მაქსიმალური წახალისება და ხელშეწყობა. ოპოზიციის გეგმა იმას ეფუძნება, როგორც გონჩარენკომ მოუწოდა – ან მაიდანი, ან არჩევნებზე არაფერი გამოგივათო“, – განუცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა “პირველ არხს”.