თამთა მეგრელიშვილი: ჩამოვიდა გერმანელი მიხაილ როთი და მასპინძლების სახელმწიფო რელიგიას დასცინა – მომიტინგეებო, თქვენი ბატონების წარმომადგენელზე არ ვრცელდება პრინციპი, რომ სტუმარმა მასპინძლის წესებს პატივი უნდა სცეს?
ჩამოვიდა ჩვენთან სტუმრად გერმანელი მიხაილ როთი და მასპინძლების სახელმწიფო რელიგიას დასცინა, მორწმუნეების გრძნობებს შეურაცხყოფა მიაყენა. მომიტინგეებო, თქვენი ბატონების წარმომადგენელზე არ ვრცელდება პრინციპი რომ სტუმარმა მასპინძლის წესებს პატივი უნდა სცეს? – ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაელ როთის განცხადებას – „როგორ უნდა შექმნათ ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე?! მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის ყველაზე მჭიდრო მოკავშირეა?!”.