გურამ მაჭარაშვილი: თავად დალაგდნენ ვენეციის კომისია, ზურაბიშვილი და ოპოზიცია, თუ რას აპირებენ გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით

„ვენეციის კომისიის დასკვნებს ვეღარ ავსახავთ კანონში, რადგან ის უკვე მიღებულია”, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის” აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, თავად უნდა დალაგდნენ ვენეციის კომისია, ზურაბიშვილი და ოპოზიცია, თუ რას აპირებენ.
„ეს უნდა ასახოს, სურვილი თუ აქვს, სალომე ზურაბიშვილმა. ზურაბიშვილის განცხადებით კი, მას ამის სურვილი არ აქვს და ცარიელი ქაღალდი უნდა გამოაგზავნოს პარლამენტში. ასე რომ, თავად დალაგდნენ ვენეციის კომისია, ზურაბიშვილი და ოპოზიცია, თუ რას აპირებენ”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები