ახალ კალედონიაში არეულობის ფონზე მაკრონი უშიშროების საბჭოს სხდომას გამართავს

ახალ კალედონიაში შექმნილი ვითარების ფონზე, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას გამართავს.

ამის შესახებ AFP ელისეის სასახლეზე დაყრდნობით წერს.

ქალაქ ნუმეაში არეულობის დროს უსაფრთხოების ძალებმა 140 ადამიანი დააკავეს, სამი ადამიანი დაიღუპა.

ახალ კალედონიაში საფრანგეთის უზენაესმა კომისარიატმა ქალაქ ნუმეაში ე.წ.კომენდანტის საათის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. ასევე, გაუქმებულია ყველა სახის შეკრება, იარაღის გადაზიდვა/ტარება და ალკოჰოლის გაყიდვა.

მაკრონმა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში ვიზიტი გააუქმა, სადაც ახალი ელექტროსადგურები უნდა გაეხსნა.

ახალი კალედონია საფრანგეთის ტერიტორია, განსაკუთრებული სტატუსის მქონე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული წარმონაქმნი, მდებარეობს წყნარ ოკეანეში, მელანეზიაში. სამხრეთ-დასავლეთიდან ესაზღვრება ავსტრალიის ეკონომიკური ზონა, ჩრდილოეთიდან – ვანუატუ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან – ფიჯი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები