ირაკლი ზარქუა: ბოიკოტი კი არა, დატოვონ პარლამენტი – ბოიკოტი რად უნდათ, ხელფასი რომ შეინარჩუნონ?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა საპარლამენტო საქმიანობისთვის ოპოზიციის ნაწილის მიერ ბოიკოტის გამოცხადებას გამოეხმაურა.

„ეს უსამშობლოები საპარლამენტო არჩევნებზე გვეუბნებოდნენ, რომ გაყალბდაო და ამის ერთი პროცენტიც ვერ წარმოადგინეს. პარლამენტში დაახლოებით ერთი წელი არ დადიოდნენ, რაიმე დაშავდა, ბიუჯეტი ვერ მივიღეთ, ეკონომიკური ზრდა არ გვაქვს მაღალი თუ პენსიები ვერ გავზარდეთ? ეს უსამშობლოები რომ დადიოდნენ, რას აკეთებდნენ? თუ უნდათ, ამომრჩეველს რაიმე პოზიტიური დაანახონ, რომ ბარიერს მიღმა არ დარჩნენ, მაშინ რამდენიმე კვირა უნდა გამოიყენონ და იარონ.

ბოიკოტი კი არა, დატოვონ პარლამენტი. ბოიკოტი რად უნდათ, ხელფასი რომ შეინარჩუნონ? ვის ატყუებენ, ამომრჩეველს? ბოიკოტით ხელფასი უნარჩუნდებათ და აბა, რომელი აარჩიეს, ბოიკოტი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ლელომ“ საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი გამოუცხადეს. ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა „სტრატეგია აღმაშენებელიც“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები