ბეჟან წაქაძე: ერთადერთი სანქცია, რომელიც შეიძლება, დამიწესონ და, საბედნიეროდ, მათ ამის უფლება არ აქვთ, ჩემს ზესტაფონში ჩავიდე და ჩემს რეგიონში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბეჟან წაქაძე სანქციების საკითხს გამოეხმაურა.

მისი თქმით, სანქციების შემოღების მოლოდინი არ აქვს.

“სანქციაზე საუბარი არ არის ჯერჯერობით, მაგრამ ერთადერთი სანქცია, რომელიც შეიძლება, დამიწესონ და, საბედნიეროდ, მათ ამის უფლება არ აქვთ, ჩემს ზესტაფონში ჩავიდე და ჩემს რეგიონში. ჩვენი წინაპრები უფრო მეტს აკეთებდნენ თავისი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის, არავითარი პრობლემა არ არის, მაგრამ არ მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღონ”,- აცხადებს ბეჟან წაქაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები