ირაკლი ზარქუა: ჟიგიმანტასს ზნეს ვერ შეაცვლევინებ, ვინც არის, ის არის

„ეს როთი და გიჟმანტა თუ ჟიგიმანტა კუბილიუსების და ფოტიგების გაგრძელება არიან. მათი ხელწერა ვიცით. ესენი არიან „ნაცმოძრაობის“ მეგობრები”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

“მათგან რას უნდა ელოდოთ? ჩამოვიდნენ და ჩახდილების გვერდით დადგნენ. რას ველოდებით მათგან? ჟიგიმანტას თავის ქვეყანაში პატივს არ სცემენ. ვაშაძეს უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე ჟიგიმანტას და ეს მისმა კოლეგებმა გვითხრეს. ესენი არიან ხელმოცარულები, რომლებიც ცდილობენ, როგორმე „ნაცმოძრაობას“ არგონ. ჟიგიმანტასს ზნეს ვერ შეაცვლევინებ, ვინც არის, ის არის“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, გუშინ ჩეხეთის, პოლონეთის, გერმანიის, ლიეტუვის, ფინეთის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებმა რუსთაველზე საპროტესტო აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები