გივი მიქანაძე: თუ წარმოდგენილი არაფერი იქნება, ვეტოს ჩვეულებრივად დავძლევთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, თუ პრეზიდენტის მხრიდან არგუმენტები არ იქნება წარმოდგენილი, საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს ჩვეულებრივად დაძლევს.

„ამდენი კვირის განმავლობაში, ყველა ხედავს, რომ ერთი კონკრეტული არგუმენტიც არ გაჟღერებულა კანონთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ გვექნება ვერანაირი სხვა მოლოდინი. თუკი წარმოდგენილი არაფერი იქნება ვეტოს ჩვეულებრივად დავძლევთ, თუმცა პროცედურულად კონსტიტუცია და კანონმდებლობა არ იცნობს, რომ პრეზიდენტმა ვეტო არგუმენტაციის გარეშე წარმოადგინოს, ასეთი რამ ბუნებაშიც არ არსებობს“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები