გურამ მაჭარაშვილი – 4 ქვეყნის საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებზე: ეს ხალხი არის იმისი გამსაჯაროვებელი, რასაც ჰქვია უცხოური ძალის მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში

როდესაც საუბარია, რომ აბა საიდან მოგაქვთ, რომ უცხოური ძალა ერევა ქართულ პოლიტიკაში, აი ბატონო, ოფიციალური პირები ჩამოვიდნენ, პირდაპირ შეცვივდნენ რადიკალურ პროცესებში, სცენაზე შეცვივდნენ და ხალხს მოუწოდეს რომ არ დაემორჩილონ ქართულ ხელისუფლებას, – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, ეს ხალხი არის იმისი გამსაჯაროებელი, რასაც ჰქვია უცხოური ძალის მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში.

„როცა ოფიციალური პირები ჩამოდიან და ზოგი თავის დროზე მელიასთან მიდიოდა და ამხნევებდა, რომ სახელმწიფოს არ დამორჩილებოდა, ახლა რადიკალურ პროცესებში სცენაზე ავარდნენ და იქიდან აგულიანებდნენ რადიკალებს და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ხალხი არის იმისი გამსაჯაროებელი, რასაც ჰქვია უცხოური ძალის მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ინფორმაციისთვის, გუშინ პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებს, ჩეხეთის, პოლონეთის, გერმანიის, ლიეტუვისა და ფინეთის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებმა სიტყვით მიმართეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები