სალომე ზურაბიშვილი: ის ციფრები, რომლებზეც ვსაუბრობდით, რომ 80% თუ 85% ჩვენი საზოგადოების მხარს ევროპულ მომავალს უჭერს, მხოლოდ ციფრები არ იყო, ეს არის ის რეალობა, რასაც ყოველდღიურად ქუჩებში ვუყურებთ და რითაც შეგვიძლია, ვიამაყოთ
“ის ციფრები, რომლებზეც ყველა ვსაუბრობდით, რომ 80% თუ 85% ჩვენი საზოგადოების მხარს ევროპულ მომავალს უჭერს, მხოლოდ ციფრები არ იყო და ეს არის ის რეალობა, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ჩვენს ქუჩებში ვუყურებთ და რითაც შეგვიძლია, ნამდვილად ყველამ ვიამაყოთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით საზოგადოება რუსულ წნეხს არასოდეს დაუბრუნდება.
„ეს იმას ამტკიცებს, რომ ის ციფრები, რომელზეც ყველანი ვსაუბრობდით, რომ 80% თუ 85% ჩვენი საზოგადოების მხარს უჭერს ევროპულ მომავალს, მხოლოდ ციფრები არ იყო და ეს არის ის რეალობა, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ჩვენს ქუჩებში ვუყურებთ და რითაც შეგვიძლია ნამდვილად ყველამ ვიამაყოთ. ეს არის იმის მტკიცებულება ასევე, რომ ეს საზოგადოება ნამდვილად იმ ღირებულებებზე დგას, რომელიც არის ევროპული ღირებულებები – დემოკრატიულობა, თავისუფლება და ის ღირებულება, რომელიც არის ევროპული ღირებულება და ყოველთვის იყო ის, რისთვისაც საქართველო იბრძოდა, ანუ დამოუკიდებლობა. ეს საზოგადოება ამ ღირებულებებით და შემართებით არასოდეს არ დაუბრუნდება რუსულ წნეხს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.