კახეთში უბედურმა შემთხვევამ მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა

კახეთში, დედოფლისწყაროში მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა. ქვიშის კარიერზე 29 წლის ზაზა ტუხაშვილი გარდაიცვალა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც იგი კარიერში ქვიშის სამტვრევს ასუფთავებდა. მას 5 ტონა ქვიშა დაეყარა.
ტუხაშვილს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
გარდაცვლილი ლევან სამხარაულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის გურჯაანის ბიუროშია გადასვენებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები