პარლამენტის თავმჯდომარემ თაკო ჩარკვიანი პლენარული სხდომათა დარბაზიდან გააძევა

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი პლენარულ სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

პაპუაშვილის გადაწყვეტილება მოჰყვა თამარ ჩარკვიანის გამოსვლის შემდეგ მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას.

კერძოდ, ჩარკვიანმა საკუთარ განცხადებაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს „სამარცხვინო და მოღალატეობრივი“ უწოდა, მას საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა სხვადასხვა რეპლიკით მიმართეს.

ჩარკვიანს პაპუაშვილმა ჯერ მიკროფონი გაუთიშა და შენიშვნა მისცა “სიძულვილის ენის გამოყენებისთვის”, ცოტა ხანში კი დარბაზი დაატოვებინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები