ალუდა ღუდუშაური – ოპოზიციას: სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს, თქვენი ნასახი არ იქნება ხელისუფლებაში – შეგაკლავთ თავს და ვერ ეღირსებით, რომ თქვენ მოხვიდეთ ხელისუფლებაში

“სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს, თქვენი ნასახი არ იქნება ხელისუფლებაში”,- ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა ოპოზიციის მისამართით განაცხადა.

„ჩვენ რასაც შევპირდით ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის ხალხს, რომ ვერასდროს ამ ბოროტებით ვერ მოხვიდოდით ხელისუფლებაში, მაგას უეჭველი შეგისრულებთ. თუ გინდათ დავიგინებით, თუ გინდათ დავიფიცებით.

ამას ვერ ეღირსებით. შეგაკლავთ თავს და ვერ ეღირსებით, რომ თქვენ მოხვიდეთ ხელისუფლებაში. დროშაზე რომ ლაპარაკობდით, აი, იმ დროშით აუპატიურებდით ქართველ ხალხს. თქვენ რამე ხომ არ გეშლებათ მართლა. ვერასოდეს მობრუნდებით ხელისუფლებაში და ამ ქვეყანას ბოროტებას თავს ვერ მოახვევთ“, – აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები