“საქართველოში მიმდინარე მოვლენები ქვეყნის შიდა საქმეა, რუსეთი ჩარევას არ აპირებს” – პესკოვი
საქართველოში მიმდინარე მოვლენები ქვეყნის შიდა საქმეა, რუსეთი ჩარევას არ აპირებს, – ამის შესახებ კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
“არაერთხელ გვითქვამს, რომ ის, რაც საქართველოში ხდება, მისი შიდა საქმეა და ჩვენ მასში ჩარევა არავითარ შემთხვევაში არ გვსურს”,- თქვა პესკოვმა.