შალვა პაპუაშვილი: პოლიტიკური განცხადებების შემთხვევაში, სადაც იქნება შეურაცხყოფა, გავთიშავ მიკროფონს იმიტომ, რომ ვხედავთ, ეს იწვევს დაპირისპირების ინსპირირებას
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სიძულვილის ენის შემცველი გამოსვლების შემთხვევაში, ის მიკროფონს გათიშავს.
„შევეცდები, რომ პოლიტიკური განცხადებების შემთხვევაში, სადაც იქნება სიძულვილის ენა, სადაც იქნება შეურაცხყოფა და ა.შ. გავთიშავ მიკროფონს იმიტომ, რომ ვხედავთ, ეს იწვევს დაპირისპირების ინსპირირებას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტში, სადაც პლენარული სხდომა მიმდინარეობს, ერთმანეთს საპარლამენტო ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრები ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.