„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

სხდომაზე ამ წუთებში პოლიტიკური განცხადებები კეთდება.

პარალელურად, პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება” „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის კენჭისყრით დამტკიცებას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავს. მესამე მოსმენა მხოლოდ ტექნიკურ-რედაქციული შინაარსის განხილვას ითვალისწინებს. ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდება და კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები