ირაკლი ქადაგიშვილი: ყველაფერი გადაწყდება ოქტომბერში არჩევნებზე

მმართველი გუნდის წევრ ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი საქართველოს მოემსახურება.

რაც შეეხება ოპოზიციას, ქადაგიშვილის თქმით, ისინი ნელ-ნელა წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვაზე გადავლენ, ყველაფერს კი ოქტომბერში არჩევნები გადაწყვეტს.

„რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის კანონი საქართველოსთვის, ეს არის კანონი გამჭვირვალობის, ეს არის კანონი, რომელიც საქართველოს მოემსახურება.
ბუნებრივია, ისინი ნელ-ნელა გადავლენ წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვაზე და წინასწარ მუშტების ქნევას, რა თქმა უნდა, აზრი არ აქვს, ყველაფერი გადაწყდება ოქტომბერში არჩევნებზე“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა “ქრონიკასთან” საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები