“ჩანს, რომ რუსეთის პრეზიდენტს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულება არ უნდა” – სახელმწიფო დეპარტამენტი შოიგუს შეცვლაზე

რუსეთის ეკონომიკაში არსებული პრობლემების,  შეიარაღებისა და ტექნიკის დაკარგვის მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს არ სურს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულება.

ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა სერგეი შოიგუს შეცვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

“ეს არის დამატებითი მტკიცებულება პუტინის სასოწარკვეთილი სურვილისა, გააგრძელოს აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ”, – თქვა მან.

პატელის თქმით, ომმა რუსეთის ეკონომიკა გააღარიბა, გამოიწვია დიდი დანაკარგი ჯარში. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს ომის დასრულება ნებისმიერ მომენტში შეუძლია, უკრაინიდან ჯარის გაყვანით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები