ნინო წილოსანი: თავად ბიძინა ივანიშვილიც აცხადებს, რომ ის არაფორმალური სანქციების ქვეშ ისედაც არის მოქცეული და მას ეს თავისთავად არ აშინებს, როდესაც საქმე დგება ქვეყნის ინტერესებზე

,,პრემიერმინისტრთან შეხვედრის ფორმატში, დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძე მიაწვდის მაქსიმალურ ინფორმაციას იმ მოტივაციასთან დაკავშირებით, რატომაც მიიღება აღნიშნული კანონი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ნინო წილოსანმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

რაც შეეხება სანქციებს, მისი თქმით, თავად ბიძინა ივანიშვილიც აცხადებს, რომ ის არაფორმალური სანქციების ქვეშ ისედაც არის მოქცეული და მას ეს არ აშინებს, როდესაც საქმე დგება ქვეყნის ინტერესებზე.

„იყო გარკვეული ინფორმაციები გავრცელებული, თითქოს, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების პაკეტთან დაკავშირებით. ჩვენთვის ეს ახალი არ არის. თავად ბიძინა ივანიშვილიც აცხადებს, რომ ის არაფორმალური სანქციების ქვეშ ისედაც არის მოქცეული და მას ეს თავისთავად არ აშინებს, როდესაც საქმე დგება ქვეყნის ინტერესებზე და ყოველთვის ნათელია, საითკენ იხრება მისი არჩევანი და რომ მისი გადაწყვეტილების ამოსავალი წერტილი ყოველთვის ქვეყნის ინტერესებია“, – აღნიშნა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები