ირაკლი კობახიძე: მაქვს მოლოდინი, რომ ბატონი ო’ბრაიენი ჩამოვა ძირითადად სამი თემით – ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და პირდაპირი ფრენები

საერთოდ არ ვიცი, რასთან დაკავშირებით მოდის ბატონი ო’ბრაიენი, არანაირი კომუნიკაცია შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებით არ ყოფილა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ვიზიტის ფარგლებში განსახილველი საკითხები აშშ-თან ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და პირდაპირი ფრენები იქნება.

„მე მაქვს მოლოდინი, რომ ბატონი ო’ბრაიენი ჩამოვა ძირითადად სამი თემით – ეს არის ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და პირდაპირი ფრენები. ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები