რატი იონათამიშვილი: სალომე ზურაბიშვილი არ არის ის ადამიანი, რომელიც დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებს – ეს არის ადამიანი, რომელიც სხვის გადაწყვეტილებებს ახმოვანებს

ყველამ იცის, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის ის ადამიანი, რომელიც დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებს. ეს არის ადამიანი, რომელიც სხვის გადაწყვეტილებებს ახმოვანებს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„ვიცით, რომ კანონის მიღებიდან 2-კვირიანი ვადა აქვს პრეზიდენტს იმისთვის, რომ მოტივირებული შენიშვნები გამოაგზავნოს ანუ ვეტო დაადოს კანონს, მაგრამ ის, როგორც წესი მოტივირებულ შენიშვნებს არ წერს – სხვები უწერენ (თუ აწერინებენ) და ბოლოს მხოლოდ ხელს აწერს. ახლაც, რასაც ეტყვიან იმას გააკეთებს.

ყველამ იცის, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის ის ადამიანი, რომელიც დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებს. ეს არის ადამიანი, რომელიც სხვის გადაწყვეტილებებს ახმოვანებს“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გამოიყენებს ვეტოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე, მაგრამ არცერთ მანიპულაციაში არ შევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები