შარტავას ქუჩაზე 23 წლის ბიჭი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა

თბილისში, შარტავას ქუჩაზე 23 წლის ბიჭი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და გასაღები თან არ ჰქონდა. მან საკუთარ საცხოვრებელ ბინაში შესვლა ე.წ. „სუშილკიდან“ სცადა, თუმცა წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და გადმოვარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები