“დაბრძანდნენ პატივცემულები და პრეზიდენტთან ერთად მოამზადონ მოტივირებული შენიშვნები; მაინტერესებს, რას ჩაწერენ” – მდინარაძე
დაბრძანდნენ პატივცემულები და პრეზიდენტთან ერთად მოამზადონ მოტივირებული შენიშვნები. მაინტერესებს, რას ჩაწერენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ “ქრონიკას” განუცხადა.
„დაბრძანდნენ პატივცემულები და პრეზიდენტთან ერთად მოამზადონ მოტივირებული შენიშვნები. მაინტერესებს რას ჩაწერენ. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას აინტერესებს, რას ჩაწერენ მოტივირებულ შენიშვნებში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი კანონს ვეტოს დაადებს. ოდნავ რაციონალური, ოდნავ საღ აზრთან მიახლოებული თუ იქნება, ვიმსჯელოთ ამაზე და შეიძლება გავითვალისწინოთ კიდეც. რა არ ვარგა კანონში, ერთი წინადადება მაინც გვითხრან და იმ ერთ წინადადებაზეც კი ვიმსჯელებთ. ამაზე კარგი წინადადება რა შეიძლება იყოს“, – განაცხადა მდინარაძემ.