ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლში პოლიცია შევიდა

ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლში პოლიცია შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ყოფილი ცოლი დოდი ხარხელი ავრცელებს.

ამ წუთებში სამართალდამცველები იმყოფებიან აბაშიძის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთანაც.

„უჩა აბაშიძეს შეუვარდა პოლიცია, არ უშვებენ ტელეფონთან, არ არეკვინებენ ადვოკატთან. მეტი ჯერჯერობით მეც არაფერი ვიცი“, – წერს დოდი ხარხელი სოციალურ ქსელში.

ფოტო: TV Pirveli

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები