ბაზრების, საშაურმეების და სკოლების სასადილოების შემოწმება იწყება

   უახლოესი 3 თვის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სკოლების 500-მდე კვების ბლოკის (ბუფეტის) შემოწმება იგეგმება,- ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა “საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის” ფარგლებში გამარულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც შალვა ფიფიამ სურსათის ეროვნული სააგენტოს საქმიანობაზე საუბრისას აღნიშნა, 2013 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა კონტროლი და ინსპექტირების რაოდენობამ სამჯერ მეტი შეადგინა, ხოლო საჯარიმო სანქციების რაოდენობამ – შვიდჯერ მეტი, ვიდრე წინა სამწლიან პერიოდში. მინისტრის ინფორმაციით, სურსათის ეროვნულ სააგენტოში რეორგანიზაცია მიმდინარეობს. მისივე ცნობით, სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად, ქვეყნის მასშტაბით ოთხჯერ იზრდება ინსპექტორების რაოდენობა. სამინისტროს ინფორმაციით, უახლოესი 3 თვის განმავლობაში დაგეგმილია შემოწმდეს სკოლების 500-მდე კვების ბლოკი, (ბუფეტი), 80 სასაკლაო, 16 აგრარული ბაზარი, 20 საზოგადოებრივი კვების ობიექტი (მათ შორის საშაურმეები), რძის გადამამუშავებელი 40 კომპანია, ასევე ხორცისა და ხორცპროდუქტების სარეალიზაციო 16 ობიექტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები