რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე, 546 უკრაინელი ბავშვი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, 1330-ზე მეტი ბავშვი დაშავდა.
ყველაზე მეტი დაზარალებული ბავშვია დონეცკის, ხარკოვის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, კიევის, ზაპოროჟიეს და ნიკოლაევის რეგიონებში.
ამავე დროს, აღნიშნულია, რომ მონაცემი საბოლოო არ არის.