უკრაინაში საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია გახანგრძლივდება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას კანონპროექტები წარუდგინა, რომ მოხდეს მისი განკარგულებების დამტკიცება საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებისა და ზოგადი მობილიზაციის ჩატარების შესახებ.

ამის შესახებ RBC-უკრაინა შესაბამის კანონპროექტებზე დაყრდნობით წერს.

დოკუმენტების მიხედვით, შემოთავაზებულია საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გახანგრძლივება 14 მაისიდან კიდევ 90 დღით, ანუ 2024 წლის 11 აგვისტომდე.

უკრაინაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია 2022 წლის 24 თებერვლიდან მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები