შალვა პაპუაშვილი სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – შალვა პაპუაშვილი,  პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.

სააღდგომო ლიტურგია  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ  და პატრიარქის თანამოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აღასრულეს.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ, საზოგადოებას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე გააცნეს.

სააღდგომო  ღვთისმსახურებას ასევე ესწრებოდნენ  საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები