გათავისუფლდება თუ არა ლევან ჩაჩუა, 25 სექტემბრის პროცესზე გახდება ცნობილი

დარჩება თუ არა პატიმრობაში ჟვანიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში დაკავებული სამედიცინო ექსპერტი ლევან ჩაჩუა, 25 სექტემბრის პროცესზე გახდება ცნობილი. ადვოკატებმა დღევანდელ პროცესზე შუამდგომლობა დააყენეს მათი დაცვის ქვეშ მყოფისთვის არასაპატიმრო აღმკვეთი ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით.
ადვოკატებმა დღევანდელ პროცესზე ჩაჩუასთვის აღმკვეთი ღონისძიება – პატიმრობის გაუქმება ან ალტერნატიული ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობა დააყენეს. მოტივად დაასახელეს საქმეზე მიმდინარე ღონისძიების დასრულება, რის საფუძველზეც აღარ არსებობს ბრალდებულის მიმალვის საფრთხე. მათივე განცხადებით, ჩაჩუას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ერთ-ერთი გარემოება, რის საფუძველზეც ის უნდა გათავისუფლდეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. საქმის პროკურორმა რევაზ ნადოიმ დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის პოზიციის ჩამოსაყალიბებლად რამდენიმე დღე ითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები