„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ 11 მაისს მასშტაბური მანიფესტაცია დაანონსდა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ 11 მაისს მასშტაბური მანიფესტაცია დაანონსდა.

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს.

„მინდა დავაანონსო ასევე ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, და მინდა, რომ დაიმახსოვროთ ეს თარიღი. რომ 11 მაისს მოვაწყოთ ძალიან დიდი მანიფესტაცია ყველა ერთად, ყველამ ერთად. დიდი, მშვიდობიანი, ძლიერი თავდაჯერებული მანიფესტაცია. ჩაინიშნეთ კალენდრებში. შეიძლება ვიღაცას იცნობთ, ვინც არ მოდის ხოლმე აქ და აი, 11 მაისამდე, ყველამ ავიღოთ ეს დავალება რომ ადამიანები, რომლებიც აქ ჯერ კიდევ არ ყოფილან, მოვიყვანოთ ჩვენთან ერთად“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები