რუსლან აბაშიძემ აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს სააღდგომო ნობათები გადასცა

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახები მოინახულა. მთავრობის თავმჯდომარემ ზუგდიდში, სენაკსა და ფოცხოეწერში განსახლებულ დევნილებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო ნობათი გადასცა.

დღესვე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
ღონისძიებებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია ყოველწლიურად იმართება და სასურსათო პროდუქტი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები