მიხეილ სარჯველაძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ს) წარმომადგენლებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა წლების განმავლობაში მხარეთა შორის თანამშრომლობასა და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს.

განიხილეს ქალთა მიმართ ძალადობის, შშმ პირთა უფლებებისა და სოციალური სერვისების განვითარების მექანიზმები, ასევე, ისაუბრეს მიმდინარე თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მუნიციპალურ დონეზე შშმ პირთათვის პერსონალური ასისტენტის დანიშვნასა და მხარდამჭერი სერვისებს, რაც შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციასა და მათი უფლებების რეალიზებას შეუწყობს ხელს.

მიხეილ სარჯველაძეს განცხადებით, შშმ პირთა უფლებების განვითარება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია და თანამშრომლობა, რომელიც ამ მიმართულებით ხორციელდება მნიშვნელოვანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები