„ურიგო არ იქნებოდა ამ დღეებში აკერმანის მასწავლებლის, კლასიკური ნაშრომის გახსენება: „როგორ წამოიწყო რევოლუცია და არაძალადობრივი ქმედებების 198 მეთოდი”.
✓ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარი (სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური)
 ✓ საჯარო გამოსვლები
✓ ცნობადი სახეების მიერ ხელმოწერილი საჯარო განცხადებები
 ✓ დაპირებათა და ბრალდებათა დეკლარაციები
 ✓ ჯგუფური პეტიციები
✓ ლოზუნგები, კარიკატურები, სიმბოლოები
 ✓ მასმედია, რადიო, ტელევიზია
✓ ჯგუფური ლობბი
 ✓ პიკეტირება
 ✓ ფსევდო არჩევნები
✓ ოფიციალურ პირთა დევნა ქუჩაში, სამსახურთან, საცხოვრებელ სახლებთან
 ✓ ოფიციალურ პირთა საჯარო დაცინვა და შეურაცხყოფა
✓ საპროტესტო ავტოკოლონები, მსვლელობები
✓ დემონსტრაციული პოლიტიკური დამკრძალავი პროცესიები
✓ საპროტესტო მიტინგები
✓ სოციალური და სპორტული საქმიანობის შეწყვეტა
✓ საზოგადოებრივი მოვლენების ბოიკოტირება
✓ სტუდენტური გაფიცვები
✓ საზოგადოებრივი დაუმორჩილებლობა
✓ პოლიტიკური ნიშნით სავაჭრო პროდუქციის მოხმარებაზე უარი
✓ უარის თქმა საიჯარო და საბანკო ვალდებულებების გადახდაზე
 ✓ საერთაშორისო არენაზე ხელისუფლების სანქცირების პროცესების ინიცირება
✓ მეწარმეთა გაფიცვა
 ✓ მოვაჭრეთა საყოველთაო გაფიცვა
✓ გადასახადების გადახდაზე უარის თქმა
✓ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ბოიკოტირება
✓ პატიმართა გაფიცვა
✓ სამუშაო ადგილებზე ტოტალური საბოტაჟი
✓ პროტესტის ნიშნად სამსახურების მასობრივი დატოვება
✓ თეატრალური ხასიათის საპროტესტო პერფორმანსები
✓ საკანონმდებლო ორგანოების საქმიანობის ბოიკოტირება
✓ არჩევნებისა და მისი შედეგების ბოიკოტირება
✓ სამთავრობო დაწესებულებების საქმიანობის ბოიკოტირება
✓ კანონის აღსრულებაზე ტოტალური უარის თქმა
✓ სამართალდამცავის ორგანოების საქმიანობის ხელის შეშლა
✓ საგზაო ნიშნების დაზიანება
✓ ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მიუღებლობა
✓ ტოტალური ანტისახელმწიფოებრივი დაუმორჩილებლობა
 ✓ მჯდომარე გაფიცვები
✓ სატრანსპორტო კოლაფსის შექმნა
✓ სასამართლო ორგანოებისადმი დაუმორჩილებლობა
 ✓ ადმინისტრაციული, სააღმსრულებლო ორგანოებისადმი დაუმორჩილებლობა
✓ ამბოხი
✓ დიპლომატიური ღონისძიებებისადმი ხელის შეშლა
✓ დიპლომატიური ურთიერთობების გაუარესების პროვოცირება
 ✓ საპროტესტო თვითდაზიანებები, თავის დაწვა
✓ შიმშილობა
✓ ახალი სოციალური წესრიგის დამყარება
 ✓ გზების ბლოკირება
✓ ალტერნატიული სოციალური ინსტიტუტების შექმნა
 ✓ ალტერნატიული საკომუნიკაციო სისტემების შექმნა
✓ მიწის ნაკვეთების უკანონო დაუფლება, შენობებში უკანონო შეჭრა/დაკავება
✓ მაროდიორობა
✓ სტრატეგიული საკომუნიკაციო სისტემების, ცხელი ხაზების ხელოვნური გადატვირთვა
✓ დაკავება/დაპატიმრების მასობრივი პროვოცირება
✓ პარალელური პარლამენტისა და მთავრობის შექმნა
ამ მოკლე ჩამონათვალიდან, თუ რისი განხორციელების რესურსი და შნო გააჩნიათ – თავად განსაჯეთ,” – წერს დავით ქართველიშვილი.