შალვა პაპუაშვილმა თაკო ჩარკვიანი სხდომათა დარბაზიდან გააძევა

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს, თამარ ჩარკვიანს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა. აღნიშნული გადაწყვეტილება შალვა პაპუაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც ჩარკვიანმა მიკროფონის გარეშე საუბარი გაფრთხილების მიუხედავად განაგრძო.

რაც შეეხება მიკროფონის გამორთვის მიზეზს, პაპუაშვილმა ჩარკვიანს სიტყვა ჩამოართვა, რადგან, როგორც მან განმარტა, მისი საუბარი თემას არ ეხებოდა.

“ქალბატონო თამარ, გთხოვთ, დატოვოთ დარბაზი. ქალბატონი თამარი გაძევებულია, მანდატურს ვთხოვ, გააცილოს”,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები