“რუსეთზე გამარჯვებამდე უკრაინა ნატოს წევრი ვერ გახდება” – ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყანა ნატოს წევრი რუსეთზე გამარჯვებამდე ვერ გახდება.
ამის შესახებ მან ალიანსის გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან და იმ ოფიცრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომლებიც ნატოს სტანდარტების პროფესიული სამხედრო განათლების კურსებს გადიან.
“ჩემი აზრით, ნატოში მხოლოდ გამარჯვების შემდეგ ვიქნებით. არ ვფიქრობ, რომ ომის დროს მიგვიღონ. ალიანსის წევრების ნაწილისთვის ეს რისკი, ზოგიერთი სკეპტიკურად არის განწყობილი. ნატოს საკითხი, როგორც სწორად აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა, უმრავლესობის საკითხია. უმრავლესობა კი პოლიტიკური საკითხია. უკრაინა ალიანსში პოლიტიკურად რომ მიიღონ, ამისთვის გამარჯვებაა საჭირო”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ამჟამინდელი ომის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ქვეყანა ალიანსში არ იყო.