ილია დარჩიაშვილი – “გამჭვირვალობის კანონზე”: თავად ევროკომისიამ მოამზადა კონკრეტული დოკუმენტი, რომელიც მსგავსი ტიპის გამოწვევების გამკლავებისთვის საპრევენციო სამართლებრივი მექანიზმია

თავად ევროკომისიამ მოამზადა კონკრეტული დოკუმენტი, რომელიც მსგავსი ტიპის გამოწვევების გამკლავებისთვის არის საპრევენციო სამართლებრივი მექანიზმი, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა რომელიც ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.

მისივე თქმით, გამჭვირვალობის კანონი კონკრეტული საჭიროებებიდან გამომდინარეობს.

„ეს გამომდინარეობს საჭიროებებიდან, რომელიც აქვს ქვეყანას, რომელიც არის ოკუპირებული, რომელსაც აქვს უამრავი უსაფრთხოების გამოწვევა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი მექანიზმი იმისთვის, რომ ქვეყანამ აიცილოს საფრთხეები. მსგავსი ტიპის საჭიროებებზე საუბრობენ აქაც და სხვა ქვეყნებშიც. საკითხი და პრობლემა აწუხებს ყველას – არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ბევრ განვითარებულ ქვეყანას. შესაბამისად, ამ საკითხის გარშემო მიმდინარეობს დიალოგი და ამას არავინ არ უარყოფს, თავად ევროკავშირიც კი მუშაობს ამ საკითხზე. კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, თავად ევროკომისიამ მოამზადა კონკრეტული დოკუმენტი, რომელიც მსგავსი ტიპის გამოწვევების გამკლავებისთვის არის საპრევენციო სამართლებრივი მექანიზმი, რომელზეც მომავალში გააგრძელებენ მუშაობას“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები