რატი ბრეგაძე: 18 აპრილის წერილში საკაშვილის ადვოკატი აღნიშნავს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო, 25 აპრილის რეზოლუციაში კი მოთხოვნილია საზღვარგარეთ მისი გადაყვანა

“ევროპარლამენტის რეზოლუციაში წამოყენებული მოთხოვნა არის ფაქტებით გაუმყარებელი და ამას მოწმობს სტრასბურგისადმი თავად სააკაშვილის წერილი მისი სარჩელის ამორიცხვის თაობაზე”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 18 აპრილის წერილში სააკაშვილის ადვოკატი აღნიშნავს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო, 25 აპრილის რეზოლუციაში კი მოთხოვნილია საზღვარგარეთ მისი გადაყვანა.

„მსჯავრდებულ სააკაშვილის ადვოკატმა 18 აპრილს მისწერა სტრასბურგის სასამართლოს იმის შესახებ, რომ გამოეთხოვათ სარჩელი. ამ წერილში აღნიშნულია, რომ სააკაშვილის მდგომარეობა არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო. ეს არის თავად მათი წინადადება. ხოლო 25 აპრილს გამოსულ რეზოლუციის ტექსტში ნახსენები და მოთხოვნილია, რომ მსჯავრდებული სააკაშვილი გათავისუფლებული იყოს ჰუმანიტარული მიზნით და გადაყვანილი იყოს უცხო სახელმწიფოში სამკურნალოდ. სრულ შეუსაბამობასთან გვაქვს საქმე, რადგან 18 აპრილს ჯერ კიდე სააკაშვილი ითხოვს სარჩელის ამორიცხვას, ასევე აღნიშნავს, რომ მისი მდგომარეობა არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო, ხოლო ევროპარლამენტის რეზოლუციაში კი მოთხოვნილია მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა. ეს ყველაფერი მოწმობს, რომ რეზოლუციის მინიმუმ ეს პუნქტი არის საკმაოდ ტენდენციური და ევროპარლამენტის წევრებსაც არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია. მეტიც, მათზე ძალიან დიდი გავლენა იქონია, როგორც ჩანს, რომელსაც ავრცელებს სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“. საზოგადოებამ ნახა, რომ მსჯავრდებულის დედა და ასევე მისი ერთი მხარდამჭერი იმყოფებოდნენ ევროპარლამენტში. თავად რეზოლუციაში წამოყენებული მოთხოვნა არის ფაქტებით გაუმყარებელი და ამას მოწმობს თავად სააკაშვილის წერილი მისი სარჩელის ამორიცხვის თაობაზე“, – განაცხადა ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები