“უკვე ჩაიდინა დიდი შეცდომა ამ ოპოზიციამ; თუ არავინ უშლიდა ხელს მათ გამოსვლას, სტვენას, ყვირილს, პოლიციელებზე შეტევას, რატომ გვიშლიან უბრალო, ნორმალურ ადამიანებს” – რობერტ სტურუა

„მე მიმაჩნია, რომ უკვე ჩაიდინა დიდი შეცდომა ამ ოპოზიციამ. თუ არავინ უშლიდა ხელს მათ გამოსვლას, სტვენას, ყვირილს, პოლიციელებზე შეტევას, რატომ გვიშლიან უბრალო, ნორმალურ ადამიანებს? მინდა, გავიხსენო ძველი ქართული გამონათქვამი – ქრისტიანი არა ხარ? ეს არ გულისხმობდა რელიგიას, ეს გულისხმობდა შემდეგს – ადამიანები არ ხართ?”, – ამის შესახებ რეჟისორმა, რობერტ სტურუამ გადაცემაში “იმედი live” ისაუბრა.

„ასე რომ უყვარდეთ ქართველებს ფული, არ ყოფილა საუკუნეების განმავლობაში. მე-19 საუკუნეში ყველა პიესაში, ვისაც უყვარს ფული, არ არის ქართველი. მეოცე საუკუნეში რომ დაიწყო – ფულის გამო ყველაფერს ჩაიდენენ. უბრალოდ სირცხვილია. ჩემი ერის ასეთი წარმომადგენელი მეზიზღება“, – აღნიშნა სტურუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები