“ჩვენ გადავაბიჯეთ უკვე იმ ზღვარს, რომ რევოლუციებით იცვლება ხელისუფლებები. ავედით დემოკრატიის იმ საფეხურზე, რომელსაც ჰქვია ცვლილება არჩევნებით” – ნიკუშა შენგელაია

ჩვენ გადავაბიჯეთ უკვე იმ ზღვარს, რომ რევოლუციებით იცვლება ხელისუფლებები. ავედით დემოკრატიის იმ საფეხურზე, რომელსაც ჰქვია ცვლილება არჩევნებით, – ამის შესახებ მხატვარმა, ნიკუშა შენგელაიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„დააკარგვინე ერს იდენტობა, ისტორია, რწმენა, ღირსება და მერე ხდები მონა და ვასალი ყველამ იმ დიდი ქვეყნისა, რაც არის. არ ვიცი ეს თუ უნდათ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი იმ ტრიადის [მამული, ენა, სარწმუნოება] დაცვა, რომელშიც ჩარევის მცდელობა იყო.

 

ეს ტრიადა, თუ არ გაქვს, უკვე პატივს არ გცემს არავინ და პატივისცემით თუ არ მიგიღეს ოჯახში, რა გინდა იმ ოჯახში? შენს კულტურას, შენს ისტორიას, შენს ერს რომ სცემენ პატივს, მერე გეთქმის სიტყვა, მერე იზრუნებენ შენს ქვეყანაზე. თუმცა, ეს არანაირად არ შეუშლის ხელს ევროკავშირში გაწევრიანებას, იმიტომ რომ ევროკავშირის პარლამენტი კარდინალურად შეიცვლება“, – განაცხადა შენგელაიამ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები