გია ვოლსკი: სადაც და რა პროცესებშიც სააკაშვილი შევა, უნდა ველოდოთ დაძაბულობას

“ის დიდი ხანი იმყოფებოდა პოლიტიკური სტრატეგიის მძევლად და როგორც კი გამოვიდა ამ მძევლის პოზიციიდან, მაშინვე მოინდომა, რომ სათავეში მოექცეს პოლიტიკურ პროცესებს და სოფო ჯაფარიძესთან ერთად სათავეში ჩაუდგეს გაერთიანებულ “ნაციონალურ მოძრაობას” ერთიანი სიით”, – ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი, გია ვოლსკი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

მისივე თქმით, სააკაშვილი რა პროცესებშიც უნდა ჩაერთოს, დაძაბულობაა მოსალოდნელი.

“მას მერე, რაც მოგონილი სიმულირებული დემენციიდან გამოვიდა სააკაშვილი და თავი დაანება ავადმყოფი დემოკრატის თამაშს, რასაკვირველია, მას მერე ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ შეცვლილა მისი მესიჯი. იგი დიდი ხანი იმყოფებოდა ამ პოლიტიკური სტრატეგიის მძევლად და როგორც კი გამოვიდა ამ მძევლის პოზიციიდან, მაშინვე მოინდომა, რომ სათავეში მოექცეს პოლიტიკურ პროცესებს და სოფო ჯაფარიძესთან ერთად სათავეში ჩაუდგეს გაერთიანებულ “ნაციონალურ მოძრაობას” ერთიანი სიით.

ეს რამდენად იქნება მისაღები მისი თანაგუნდელების მხრივ, ეს მომავლის თემაა. ალბათ, გამოჩნდება საკითხის მიმართ დამოკიდებულება, მაგრამ, ფაქტია, რომ სააკაშვილის მხრიდან, როგორც საქართველოს მიმართ ჰქონდა მის მმართველობას დამანგრეველი და შემარყეველი ეფექტი, ასევე ყოველთვის, სადაც და რა პროცესებშიც იგი შევა, უნდა ველოდოთ დაძაბულობას, გაურკვევლობას, შეუთანხმებლობას და დაპირისპირებას. ამისი მნიშვნელოვანი რესურსი გააჩნია სააკაშვილს და ვფიქრობ, ამ საკითხთან მიმართებით სიღრმისეულად უნდა დაფიქრდეს კიდევ ერთხელ, ლიდერი იქნება თუ ჩვეულებრივი მხარდამჭერი კოლექტიური “ნაცმოძრაობისა”, ვის საით უნდა რომ ქვეყანა წაიყვანოს, ვინა არის სააკაშვილი და ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ამ დესტაბილიზაციის განვითარების აუცილებლობისაკენ მოგვიწოდებენ. სააკაშვილს, რა თქმა უნდა, თავისი პიროვნებიდან გამომდინარე, მათთან შედარებით ამ მიმართებით ყველაზე დიდი და ეფექტური რესურსი გააჩნია”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა, რომ 2024 წლის არჩევნები არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება, რომ ისინი ჩვეულებრივად მოიქცნენ. სააკაშვილის თქმით, მათ ერთიანი სია სჭირდებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები