ირაკლი ქადაგიშვილი: პრეზიდენტის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება სახელმწიფო ინსტიტუტებსა და პოლიციაზე თავდასხმის წახალისებაა

მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებას ეხმაურება.

“პრეზიდენტის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება არის სახელმწიფო ინსტიტუტებსა და პოლიციაზე თავდასხმის წახალისება. პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუცია და ინსტიტუტები შეურაცხყო. როგორი განსხვავებული აზრის გამოხატვითაც უნდა იყოთ დაკავებული, არ შეიძლება, განსხვავებული აზრი “მოლოტოვის კოქტეილში“ გადაიტანოთ, რომელიც საბჭოთა კავშირში გამოგონილი, ტანკების დასაწვავი იარაღია – შენი ქვეყნის კონსტიტუციას, შენი ქვეყნის პოლიციას ესროლო და ახალგაზრდა ადამიანის დაწვა სცადო“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულმა ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები