პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება – რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა

საქართველოს პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ.

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ამ დროისთვის შეზღუდულია.

მანამდე სტუდენტებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტამდე მსვლელობა მოაწყვეს,  შემდეგ კი სასტუმრო „ტიფლის პალასთან“ მივიდნენ, სადაც მათი თქმით, რუსეთის ინსტიტუტი „ტრადიციული ფასეულობების“ ფორუმს მართავდა.

შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები