დონეცკის ე.წ. სასამართლომ “ქართული ლეგიონის” საქართველოს ორი მოქალაქე დაუსწრებლად გაასამართლა

დონეცკის ე.წ.სახალხო რესპუბლიკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ უკრაინის ლეგიტიმური მთავრობის მხარეს მებრძოლ, “ქართული ლეგიონის”, საქართველოს ორი მოქალაქე დაუსწრებლად გაასამართლა.

როგორც რუსული მედია წერს, საუბარია 24 წლის ლევონ აირაპეტიანსა და 34 წლის ლაშა რუხაიაზე.

ისინი დამნაშავედ ცნეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში (შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებულის მონაწილეობა).

ე.წ.სასამართლომ დაადგინა, რომ 2022 წლის მარტიდან 2024 წლის თებერვლამდე აირაპეტიანმა და რუხაიამ “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებისა და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადეს და, ამის სანაცვლოდ, აირაპეტიანმა1 მილიონ რუსული რუბლის ოდენობის ჯილდო მიიღო, ხოლო რუხაიამ – 1,5 მილიონი რუბლის ოდენობით”.

აირაპეტიანს დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო რუხაიას – 13 წლით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები