პროკურორებმა ტრეფიკინგისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ტრენინგი გაიარეს

საქართველოს პროკურატურის პროკურორები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „პრომეთეუსის“ (II ფაზა), ფარგლებში გამართულ ტრენინგში მონაწილეობდნენ.

„ტრეფიკინგის, საზღვარზე მიგრანტთა უკანონოდ გადაყვანისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა“ – ტრენინგის ფარგლებში, ტრეფიკინგისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით 15 პროკურორი გადამზადდა.

სასწავლო კურსის მიზანს ტრეფიკინგის, საზღვარზე მიგრანტთა უკანონოდ გადაყვანისა და ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლება წარმოადგენდა. ტრენინგს მოწვეული საერთაშორისო ექსპერტი, ფრანგი პროკურორი კაროლინ პარიზელი გაუძღვა.

„3-დღიანმა სპეციალიზებულმა კურსმა როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკულ ნაწილები გააერთიანა. ტრეფიკინგისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და აღნიშნული მიმართულებით უწყების წარმომადგენელთა კვალიფიკაციის ამაღლება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, – აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები