აქციის მონაწილეები გმირთა მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მართავენ

ახალგაზრდები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გმირთა მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას მართავენ.

აქციის მონაწილეები თავდაპირველად საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან შეიკრიბნენ, მოგვიანებით მარშით იუსტიციის სახლთან გადაინაცვლეს, იქიდან კი სანაპიროს გავლით, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალთან მივიდნენ.

ამ დროისთვის ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები