შალვა პაპუაშვილი: გუშინ ვნახეთ, სინამდვილეში აქციის ორგანიზატორი არის „ნაციონალური მოძრაობა“, ნათელი გახდა, რომ „ენჯეო“ სექტორის ნაწილი, ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილია

გუშინ ვნახეთ, სინამდვილეში აქციის ორგანიზატორი არის „ნაციონალური მოძრაობა“, ნათელი გახდა, რომ „ენჯეო“ სექტორის ნაწილი, ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილია – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას” ეკავა ბოლოს ტრიბუნა და სწორედ ისინი არიან კანონის წინააღმდეგ “პროპაგანდის სულის ჩამდგმელები”.

„რაც შეეხება კანონპროექტს, მგონი ამ დღეებმა, ამ აქციებმა, აქციების ორგანიზატორებმა, აქციების ორგანიზატორების გაუმჭვირვალობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა კანონის საჭიროება. დღემდე არ ვიცით, თუნდაც ის ტექნიკური აღჭურვილობა ვისი დაფინანსებულია, ის „ენჯეოები“, ვინც ამბობნენ, რომ იყვნენ აქციის ორგანიზატორები, ვისგან არიან დაფინანსებული. ვნახეთ გუშინ, სინამდვილეში ვინც არიან ამ აქციის ორგანიზატორები. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. ისინი იდგნენ ბოლოს ტრიბუნასთან. ისინი არიან საერთო ჯამში ამ კანონის წინააღმდეგ პროპაგანდის სულის ჩამდგმელი. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გახდა ნათელი, რომ „ენჯეო“ სექტორის ეს ნაწილი, ფაქტობრივად, გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი. აქ უკვე ზღვრის წაშლაზე კი არ არის საუბარი, უბრალოდ გახდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები