გურამ მაჭარაშვილი: „გირჩს“ თუ ამბიცია აქვს, რომ სხვა ოპოზიციონერებზე უფრო ჭკვიანები არიან, ვურჩევდი – ექვსგვერდიანი კანონი წაიკითხონ და თავის ამომრჩევლებს გააცნონ

„გირჩს“ თუ ამბიცია აქვს, რომ სხვა ოპოზიციონერებზე უფრო ჭკვიანები არიან, ვურჩევდი – ექვსგვერდიანი კანონი წაიკითხონ და თავის ამომრჩევლებს გააცნონ, რა არის იქ არასწორი და ანტიდემოკრატიული, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციას და „ენჯეოს“ რასაც ეტყვის მათი პატრონი, იმას აკეთებენ.

„საითაც ქარი იქნება, ლერწამი რომ იქით გადაიხრება, ეს სწორი პოზიცია არ არის. რადიკალურ ოპოზიციას და „ენჯეოს“ ერთადერთი გეგმა აქვს, რასაც ეტყვის მათი პატრონი, იმას აკეთებენ. კანონი ერთადერთი რამის გამო არ უნდათ, არ უნდათ, შავი ფული გამჭვირვალე იყოს. საქართველოში უცხოეთიდან, ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსული შავი ფული არ უნდა იყოს გამჭვირვალე, ეს აქვთ გეგმა. აქციაზე ანტიეროვნულობის გარდა უინტელექტობაც ახასიათებთ. ჩვენ ვნახეთ, რომ იმაზეც ვერ თანხმდებიან, ერთი საათის განმავლობაში ამ აქციას რა მიმართულებას მისცემენ. ხანდახან „გირჩი“ ამბობს ხოლმე გარკვეულ სწორ კრიტიკას, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვიცით მიზანი რა არის ამ რადიკალური პროცესების, ჩვენ ვამბობთ, რომ გაიმარჯვებს ევროპული ღირებულება გამჭვირვალობის სახით“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები