საჩხერეში კალათბურთში რეგიონული თამაშები მიმდინარეობს

სოფელ ჭორვილის საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში, რეგიონული ტურნირი კალათბურთში-ნიკოლოზ ცქიტიშვილის თასი დაიწყო.

ტურნირი ორ დღიანია და ხვალ დასრულდება. ის პირველად ტარდება და საქართველოს სხვადასხვა ქალაქის 8 გუნდი იღებს მონაწილეობას.

ტურნირს მსაჯობას, ვაჟა კვარაცხელია, ნიკოლოზ ცქიტიშვილის პირადი მწვრთნელი უწევს.

შეჯიბრის გახსნას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გაგა დარბაიძე, თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ ცქიტიშვილი დაესწრნენ.

,,მივესალმები ჩვენს მუნიციპალიტეტში მსგავსი ტურნირების ჩატარებას სპორტის ყველა სახეობაში. რამეთუ საჩხერე ნამდვილად იმკვიდრებს ღირსეულ ადგილს საქართველოს სპორტულ ცხოვრებაში. ჩვენ მზად ვართ გვერდში დავუდგეთ ჩვენს ახალგაზრდებს, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ მათ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდერბაში“-ლევან ივანაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები