სამართალდამცველებმა პარლამენტთან მიმდინარე აქციის რამდენიმე მონაწილე ტერიტორიიდან გაიყვანეს

საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე ტერიტორიიდან  გაიყვანეს.

რუსთაველის გამზირზე ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის შეხლა-შემოხლა იყო. მონაწილეთა ნაწილი საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირებას ცდილობდა.

რაც შეეხება დაკავებულებს, აქციაზე მყოფი მოქალაქეები აცხადებენ, რომ რამდენიმე პირი დააკავეს, თუმცა ამ დროისთვის ოფიციალური ინფორმაცია დაკავებების შესახებ არ გავრცელებულა.

ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებიც იმყოფებიან, რათა საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს დახმარება აღმოუჩინონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები